თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.09.2011 ძალადაკარგული 21.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110922007, 26/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2011 წლის 16 სექტემბერი

 ქ. ახმეტა

ახმეტ ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების შესაბამისად , ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს ახმეტ ის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი ( დანართი 1) .

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                      ა. მაილაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

ახმეტ ის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა (შემდგომში – რწმუნებული) მიერ ბეჭდის გამოყენების საფუძველსა და პირო ბებს.

    მუხლი 2. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა

1. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომ ე ლი ც მას გადაეცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.

2. რწმუნებულის ბეჭედი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას შესრულებული დოკუმენტ ის დასამოწმებლად.

3. ბეჭდი ს ანაბეჭდი და ისმება ისე, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერი პირის თანამდებობის დასახელების ნაწილი. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი.

4. შესრულებულ მოქმედებას რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა.

5 . იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტ ი ხელმოწერილია რწმუნებულის მიერ და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

6 . რწმუნებული პასუხისმგებელია ბეჭდის უსაფრთხო შენახვისათვის . ბეჭდის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

7. ბეჭდის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

8. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ მუხლ ით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ა ხორციე ლებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

    მუხლი 3.წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

ამ წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.03.2014.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.09.2011. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.162.016057.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.03.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №33, 16.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1478238/