თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2014 ძალადაკარგული 15.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.162.016224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2014 წლის 21 მარტი

ქ. ახმეტა

 

თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის - ახმეტ ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულ თა მიერ ბეჭდის გამოყენების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №33 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 110922007, 26/09/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016057).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი



დანართი
თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა (შემდგომში – რწმუნებული) მიერ სამსახურებრივი ბეჭდის გამოყენების საფუძვლებსა და პირობებს.

მუხლი 2. რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები
რწმუნებული სამსახურებრივ ურთიერთობებში ბეჭდის გამოყენებას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების (თანამდებობის პირების) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 3. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა
1. რწმუნებულს აქვს სამსახურებრივი ბეჭედი, რომელიც მას გადაეცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.

 2. რწმუნებულის ბეჭედი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას შესრულებული დოკუმენტების (ცნობა, ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი, სანოტარო აქტი) დასამოწმებლად.

 3. ბეჭდის ანაბეჭდი დაისმება ისე, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერი პირის თანამდებობის დასახელების ნაწილი. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი.

 4. შესრულებულ დოკუმენტს რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არა აქვს იურიდიული ძალა.

 5. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ხელმოწერილია რწმუნებულის მიერ და არა აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

 6. რწმუნებული პასუხისმგებელია ბეჭდის უსაფრთხო შენახვისათვის. ბეჭდის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 7. ბეჭდის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

 8. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისი დროებით შემცვლელი.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2014.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
„თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.03.2014. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.162.016224.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.07.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №7, 21.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016224 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2288007/