საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
დადგენილება
№12/2014
2014 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე
დანართი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები და
გადაწყვეტილების მიღების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შესაბამისი საარჩევნო კომისია ირჩევს კომისიის სხდომაზე, სახელობითი კენჭისყრით.
კენჭისყრის პროცედურის ჩატარებამდე კომისიის წევრებს უფლება აქვთ სათითაოდ გაეცნონ კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას.
კომისიის წევრებს ურიგდებათ ცხრილის სახით ამობეჭდილი (დანართი 1) კონკურსანტების ჩამონათვალი, რომელშიც კონკურსანტების სახელისა და გვარის გარდა აგრეთვე მიეთითება, თუ რომელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს მას შეტანილი განცხადება.
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თითოეული წევრი ცხრილში შემოხაზავს, თუ რომელ კანდიდატს/კანდიდატებს აძლევს იგი ხმას, თითოეულ გვერდზე მიუთითებს თავის სახელსა და გვარს, მოაწერს ხელს და დოკუმენტს გადასცემს შესაბამისი კომისიის სხდომის მდივანს.
საარჩევნო კომისიის სხდომის მდივანი ითვლის ხმის მიცემის შედეგებს, შეაქვს სპეციალურ ცხრილში (დანართი 2) და აცხადებს თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, მისი ხელახალი არჩევა ხორციელდება იგივე წესით.
დანართი 1
უბრის № ---------- '
№
სახელი და გვარი
საარჩევნო კომისიის წევრი ______________ / __________________/ „ ___ “ _________ 201__ წ.
(ხელმოწერა) (სახელი და გვარი) (თარიღი)

მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗