„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №373 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№799
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №799

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №373 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №373 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასაფინანსებლად „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს გამოუყოს 3 081 000 (სამი მილიონ ოთხმოცდაერთი ათასი) ლარი და მისი წინადადების საფუძველზე, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის კვარტალურ განწერაში.“.

პრემიერ- მინისტრი                                                               ნ. გილაური