,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №750
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის № 668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის № 668 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდისათვის გადასაცემად დაბა მესტიაში ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ნაგებობათა მოწესრიგების პირველი ეტაპის საპროექტო სამუშაოების განსახორციელებლად, ხოლო 60 000 (სამოცი ათასი) ლარი _ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაბა მესტიაში, ლანჩვალის უბნის ისტორიულ ნაგებობათა რეაბილიტაციის პირველი ეტაპის საპროექტო სამუშაოებისა და უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის უნიკალური დასახლების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის საპროექტო სამუშაოების განსახორციელებლად.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 09.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №750. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №750, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2098232/