საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №515
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 400 000 (ოთხასი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ფარგლებში განახორციელოს ქართველი ფეხბურთის მწვრთნელებისათვის 2012 წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის სასწავლო კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტების (სასწავლო კურსების წამყვანი პირების) მომსახურების ანაზღაურების, მგზავრობის, სასტუმროს, ადგილზე ტრანსპორტირების, აგრეთვე აღნიშნული კურსების ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობების, ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენის, სალექციო კურსის ჩანაწერების ქართულ ენაზე თარგმნის, რედაქტირებისა და გამოშვების უზრუნველყოფის, თარჯიმანთა მომსახურების, ასევე ამავე კურსებთან დაკავშირებული სხვა საჭირო ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაფარვა.
2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საკითხი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური