საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №530
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი მიმართოს:
ა) ქ. თბილისის საჯარო სკოლების სარგებლობაში არსებული სპორტული დარბაზებისა და სპორტული მოედნების კეთილმოწყობისათვის შესაბამისი საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარების, ამ სამუშაოების შესრულების ექსპერტიზის მომსახურების, ამავე საჯარო სკოლებისათვის გადასაცემი სპორტული ინვენტარის შეძენისა და სპორტული ღონისძიებების განხორციელების ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის სპორტის პოპულარიზაციისა და მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის შესაბამისი საზოგადოებრივი და საინფორმაციო სახის ღონისძიებების დასაფინანსებლად.
2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ქ. თბილისის შესაბამისი საჯარო სკოლებისათვის ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შეძენილი მატერიალური აქტივების გადაცემა.
3. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს დამატებითი ასიგნებების გამოყოფა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 23.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №530. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №530, 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2290147/