⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.12.2015)
გაუქმებულია:

საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.04.2014
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №42/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.016777
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,126 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2014 მიღება
18.12.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №42/ნ 2014 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზეб  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი აწესრიგებს საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესს. მუხლი 2🔗. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა საჯარო სკოლებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესით გამოანგარიშებული ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება: ა) თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე; ბ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე; გ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე, რომელიც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს; დ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე; ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეულ მასწავლებელზე; ვ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელ იმ თითოეულ მასწავლებელზე, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში. მუხლი 3🔗. ინფორმაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდების წესი და ვადები 1. სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 25 რიცხვამდე,  უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას: ა) საჯარო სკოლის დასახელება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მითითებით და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი; ბ)  საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები; გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით; გ.ა) თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლის; გ.ბ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლის; გ.გ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლის, რომელიც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს; გ.დ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლის; გ.ე) საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების  საფუძვლების  და  ჩვენი  საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლის; გ.ვ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი  თითოეული მასწავლებლის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში; დ) იმ საგნის დასახელება, ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის მითითებით, რომელშიც სერტიფიცირებულია ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.გ“ და „გ.ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  მასწავლებელი. 2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. მუხლი 4🔗. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას. მუხლი 5🔗. საჯარო სკოლებისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისი თვის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან შეწყვეტის გამო აუთვისებელი თანხა.