„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№867
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №867

2012 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2012  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს  2012  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №33 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ გარდა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ,,გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია ,,თბილისი+35“-ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებით გათვალისწინებული რაოდენობისა, სამინისტროს აპარატის ასიგნებების ფარგლებში, 2012 წლის განმავლობაში დაიქირაოს არა უმეტეს 7 შტატგარეშე მოსამსახურე.“.

პრემიერ-მინისტრი                                   ნ. გილაური