გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №777
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“‑ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. 2012 წლის 5-8 სექტემბერს ქ. თბილისში დაგეგმილი გა რე მოს და ც ვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“-ის ორ გა ნიზების მიზნით შეიქმნას უწყებათ ა შორისი საკოორდინაციო ჯგუფი შემ დეგი შემადგენლობით:
| ნიკა გილაური | – | საქართველოს პრემიერ- მინისტრი, საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვ ანე ლი |
| გიორგი ხაჩიძე | – | საქართველოს გარემოს დაცვის მი ნის ტრი, საკოორდინაციო ჯგუფის ხელ მძღვანელის მოადგილე |
| გიორგი ზედგინიძე | – | საქართველოს გარემოს დაცვის მი ნის ტრის მოადგილე |
| დავით ჯალაღანია | – | საქართველოს საგარეო საქმეთა მი ნის ტრის მოადგილე |
| ეკატერინე ზღულაძე | – | საქართველოს შინაგან საქმეთა მი ნის ტრის პირველი მოადგილე |
| კონსტანტინე კინწურაშვილი | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| დავით ალავიძე | – | ქალაქ თბილისის მერი ს მოადგილე. |
2. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო მ :
ა) გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბი ლისი+35“- ის ორგანიზების მიზნით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილ ასიგნებებში მოიძიოს რესურსი 2 350 000 (ორი მილიონ სამას ორმოცდაათი ათ ა სი) ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის ფარგლებში განახორციელოს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
გ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ამ განკარგულებაში ცვლი ლების შეტანის გარეშე, დანართით განსაზღვრული ღონისძიების შე საბამის თანხებს შორის ცვლილებ ები , არა უმეტეს ჯამური თანხის 5%-ი სა;
დ) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“სა ქარ თველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „სა ქარ თვე ლ ოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობისა და „სა ქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხ ლ ით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობ აზე“ სა ქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის № 33 განკარ გულებით გა თვალისწინებული რაოდენობის გარდა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში 2012 წლის გან მავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა (შტატგარეშე მომუშავეთა) რაოდენობა ერთდროულად განისაზღვროს არა უმეტეს 10 ერთეულით, ხოლო მათი საშუალო შრომის ანაზღაურება – არა უმეტეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ე) არა უგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“-ის ორგანიზების მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის შესახებ ანგარიშის წარდგენა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე დამატებითი ასიგნებების გამოყოფა.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს დი პლომატიური მხარდაჭერა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რან გის პირების ღონისძიება ში მონაწილეობის მიღების მიზნით.
5. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, 2012 წლის 5 -8 სექტემბერს ქ. თბი ლისში დაგეგმილი გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონ ფერენცია „თბილისი+35“- ის ფარგლებში მოწვეული სტუმრების მომ სა ხურების მიზნით უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების (საწ ვ ა ვით) გამოყოფა, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წერი ლო ბი თი მიმართვის შესაბამისად.
6. საქართველოს სამინისტროებმა და მათდამი დაქვემდებარებ უ ლ მა უწყებებმა, გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფე რ ენ ცია „თბილისი+35“- ის ფარგლებში მოწვეული მაღალი რანგის სტუმ რე ბ ის მომსახურების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წე რილობითი მიმართვის შესაბამისად, გამოყონ თავიანთ სარგებლობაში არ სებული სატრანსპორტო საშუალებები (საწვავით).
7. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს გარემოსდაცვითი განათ ლ ე ბის საერთაშორისო კონფერენცი ა „თბილისი+35“‑ისათვის პარლამენტის დარ ბაზის გამო ყო ფა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი არ ქვეყნდება.