ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№264
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №264

2012 წლის 14თებერვალი

ქ. თბილისი

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს ინტერესთა გამოხატვის განცხადება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ინტერესთა გამოხატვის შესაბამის ვებგვერდზე განთავსებისთვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

პრემიერ-მინისტრი                      ნ . გილაური