საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№897
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 14/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №897

2012 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში წლის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა (პროგრამული კოდი – 35 01 01) და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (პროგრამული კოდი – 35 01 03) და სოციალური მომსახურების სააგენტოს (პროგრამული კოდი – 35 01 04) მიეცეთ უფლება, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებ ებ ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო სარეკლამო რგოლების დამზადება და ასევე საზოგადოებასთან შეხვედრების საორგანიზაციო ღონისძიებების (საქონელი, მომსახურება) შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                         ნ. გილაური