საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ ების
შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს
პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი – „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ ების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე.
3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის ბიუროს ეთხოვოს წარდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებ ისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვ ი,
201 4 წლის 20 მარტი
№98-უ.ს.გ.ს.
პროექტი
საქართველოს კანონი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონ ის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ.100) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121 . გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ
1. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები საქართველოს ა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს ა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
201 4 წლის
№
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე - „გენდერული თანასწორობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის დაცვაზე ზედამხედველობის კუთხით ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებს. რაც შეეხება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ავტონომიურ რესპუბლიკებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს იგი მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში მიზანშეწონილია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით რეგლამენტირებული იყოს არა მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილება, არამედ ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებიც, ანუ საკითხის რეგულირება მოხდეს ხელისუფლების სამივე დონეზე - ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონ შ ი ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონ ს ემატება 121 მუხლი, რომლითაც მოხდება ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა სთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები საქართველოს ა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებენ და გან ახორციელებენ ღონისძიებებს ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს ა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ გააჩნია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებ ის პროცესში მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) გენდერისა და ინფორმირებულობის პროექტის მენეჯერმა ვლადიმერ მკერვალიშვილმა და ექსპერტმა გენდერის საკითხებში ირინა ჟვანია მ, გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელმა მანანა მებუკემ და კოორდინატორმა მაია კუპრავა–შარვაშიძემ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
ე ) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე.
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.