საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №255
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017875
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 184 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2014 მიღება
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №255 2014 მარტი 26 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). 2. ცენტრი არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სასწავლო ცენტრის  დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ: ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს ცენტრის წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. 4. ცენტრს სათანადო ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი