1. ტექნიკური რეგლამენტი მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს მაგისტრალური გაზსადენის მოწყობილობის და ნაგებობის მიმართ.
2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება დასაპროექტებელ, მშენებარე, რეკონსტრუირებულ და ექსპლუატაციაში მყოფ მაგისტრალურ გაზსადენს და სავალდებულოა ყველა ორგანიზაციისათვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებულ საქმიანობას.
3. მაგისტრალურ გაზსადენში შედის: მილსადენის ხაზური ნაწილი, გაზგამანაწილებელი სადგური, საკომპრესორო სადგური, გაზის აღრიცხვის სადგური, სატუმბო (გადამტუმბი) სადგური, მიღებისა და ჩაბარების პუნქტები, გადამტვირთავი ბაზა, სარეზერვუარო პარკი, გაშვებისა და მიღების კვანძებ