1. გაზტურბინულამძრავიანი საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე გაზგადამტუმბი აგრეგატის ჰაერის მიმღები კამერიდან მოქმედი სტანდარტით დადგენილ მანძილზე არ უნდა იყოს ჰაერის დამტვერიანების წყარო (მათ შორის, გრუნტის გზები, ხსნარებიანი კვანძები, ფხვიერი მასალების საწყობები და ა.შ.).

2. საკომპრესორო სადგურის ტერიტორია უნდა იყოს გამწვანებული, ხოლო ჰაერის მიმღები კამერის სიახლოვეს ღია უბნები – დაფარული გაზონის ბალახით ან მოასფალტებული.

3. საჭირხნის ამძრავი ლილვის გასასვლელი (ნახვრეტი) ამძრავებსა და საჭირხნეებს შორის გამყოფ კედელში უნდა იყოს ჰერმეტული.

4. გაზტურბინული ამძრავის თბური იზოლაცია უნდა უზრუნველყოფდეს აგრეგატის ნორმალურ მდგომარეობას და უსაფრთხო ექსპლუატაციას.

5. გაზტურბინულამძრავიანი გაზსატუმბი აგრეგატების ავარიული გაჩერება უნდა ხდებოდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

6. გაზტურბინული აგრეგატების ჰაერის მიმღები კამერები უნდა იყოს დაკეტილი. დაუშვებელია აგრეგატის მუშაობის დროს კამერაში ხალხის ყოფნა და უცხო საგნების მოხვედრ