1. გაზგამანაწილებელი სადგურების და პუნქტების ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციების მოთხოვნების და შესაბამისი სტანდარტის დაცვით.
2. გაზგამანაწილებელ სადგურებსა და პუნქტებზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია: ტექნიკური პასპორტი; დამტკიცებული საშემსრულებლო და ტექნიკური დოკუმენტაცია: სამშენებლო, ტექნოლოგიური, სანტექნიკური და ელექტროტექნიკური ნაწილები; საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის და ელექტროქიმიური დაცვის საშემსრულებლო ნახაზები და დოკუმენტაცია; გაზის გასუფთავების, შეთბობის, ოდორიზაციის და მეთანოლის დანადგარის საშემსრულებო სქემები; ავტომატური დაცვის და სიგნალიზაციის მოწყობილობების საშემსრულებლო პრინციპული სქემები; უბნის გენერალური გეგმა ნაგებობების განლაგებით; შრომის დაცვაზე დოკუმენტაცია ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად.
3. ჩამკეტი არმატურა (ონკანები) გათვალისწინებული უნდა იყოს გაზის გამანაწილებელი სადგურის შესასვლელსა და გამოსასვლელზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. გაზგამანაწილებელი სადგურის გამოსასვლელ გაზსადენებზე გათვალისწინებული უნდა იყოს წნევის გადამეტების ავტომატური დაცვა.
4. შესასვლელ და გამოსასვლელ გაზსადენებზე უნდა დამონტაჟდეს მაიზოლირებელი მილტუჩები.
5. გაზგამანაწილებელი სადგურის შენობა დაცული უნდა იქნეს მეხის პირდაპირი ზემოქმედებისაგან, ხოლო გარე დანაგარები (მტვერდამჭერები, ზეთის მეურნეობა, სანთლები და ა.შ.) დაცული უნდა იქნეს ელვის მეორადი გამოვლენისაგან ჩამამიწებელ მოწყობილობასთან მიერთებით.
6. გაზგამანაწილებელი სადგური უნდა აღიჭურვოს სავენტილაციო მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერმიმოცვლის ჯერადობას შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
7. გაზგამანაწილებელი სადგურებისა და პუნქტების აფეთქებასაფრთხიან შენობებში ელექტროგანათება უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების.
8. გაზის გამანაწილებელი სადგურის და გაზის გამანაწილებელი პუნქტის მოწყობილობების და სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს ტექნიკური მომსახურება იმ მოცულობით და ვადებში, რომლებიც დადგენილია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
9. გაზგამანაწილებელი სადგურის და პუნქტის შენობებში საცეცხლე სამუშაოები უნდა შესრულდეს, მოწყობილობის გამორთვისა და გაზისაგან დაცლის შემდეგ, შესაბამისი სტანდარტის მიხედვი