1. მაგისტრალური გაზსადენების ელექტროდანადგარები უნდა შეესაბამებოდეს ელექტროდანადგარების მოწყობის წესების, შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის დაპროექტების მოთხოვნებს.
2. აფეთქებასაფრთხიან ზონაში ელექტრომოწყობილობის მონტაჟი უნდა პასუხობდეს აფეთქებასაფრთხიანი ზონების ძალური და განათების ქსელების ელექტრომოწყობილობის მონტაჟის ინსტრუქციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
3. ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია, დათვალიერება და რემონტი უნდა ხდებოდეს მომხმარებლების ელექტროდანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების და მომხმარებელთა ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესაბამისად.
4. გამანაწილებელი დანადგარების სატრანსფორმატორო ქვესადგურების (პუნქტების) კარებზე, ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზების საყრდენებსა და სხვა შესაბამისი ობიექტების ელექტროდანადგარების შემოღობვის აუცილებელ ადგილებში უნდა განთავსდეს უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნები და ფირნიშები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
5. აფეთქებასაფრთხიან ზონაში დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობის ელექტრული გამოცდების და პარამეტრების გაზომვები უნდა ჩატარდეს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით.
6. აფეთქებასაფრთხიან ზონაში აკრძალულია აფეთქებადაუცველი გადასატანი ელექტროინსტრუმენტის და სანათის გამოყენება.
7. აფეთქებასაფრთხიან ზონებში გამშვები აპარატურის, დამცველების, ელექტრონათურების შეცვლა უნდა შეასრულოს უსაფრთხოების ტექნიკის სფეროში შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფის ელექტროტექნიკურმა პერსონალმა, ქსელის შესაბამისი უბნებიდან ძაბვის სრულად მოხსნის შემდეგ.
8. მოთხოვნები ელექტროდანადგარების მომსახურე პერსონალისადმი და აუცილებელი საკვალიფიკაციო ჯგუფის დადგენა ხდება მომხმარებლების ელექტროდანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების და მომხმარებლების ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესაბამისად.
9. პირები, რომლებიც ახდენენ ელექტროფიცირებული აგრეგატების ჩართვას და გამორთვას, უნდა გაიარონ შესაბამისი ინსტრუქტაჟი ელექტროუსაფრთხოებაში.
10. მომეტებული საფრთხის შენობებში განთავსებული ელექტროძრავების და სხვა ელექტრული აპარატურის, გამშვები მოწყობილობის (გარდა დისტანციური მართვისა), აგრეთვე, 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის კვების მქონე განსაკუთრებული საფრთხის და გარეთ განთავსებული დანადგარების წინ უნდა განთავსდეს საიზოლაციო ქვესადგამები.
11. დამცავი საშუალებები გამოყენების წინ უნდა იქნეს შემოწმებული შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
12. ელექტროდანადგარების (ფარების, შემკრებების და ა.შ.) გამანაწილებელი მოწყობილობების შენობების კარები უნდა იყოს დაკეტილ