სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№942
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №942

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ატარების მიზნით, სსიპ –საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენ ი ლი მოთხოვნები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                           ნ. გილაური

 

                                                                 დანართი

 

ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებები ს ჩატარება , მათ შორის: საქართველოსხელისუფლების ორგანოთა ხელმძღვანელი პირების ვიზიტების ფარგლებში ან/და მათი მონაწილეობით განსახორციელებელი ღონისძიებების, ბიზნეს და საინვესტიციოფორუმების, გამოფენების, პრეზენტაციების, საერთაშორისო კონკურსების, მიღებების, დეგუსტაციების, სავაჭრო მისიებისა და სხვა სოციალური თავშეყრის ღონისძიებების ფარგლებში ან/და პოტენციურ იმპორტიორებ თან პირდაპირი კავშირის დამყარების ას,ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია და ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობისათვის პროდუქციის შესყიდვა და ტრანსპორტირება;

ბ) საინფორმაციო მომსახურების ცენტრის, სპეციალური სასწავლო კურსების, პროგრამების და ონლაინ სისტემების შექმნა-ფუნქციონირება და გამოყენება:

● საინფორმაციო მომსახურების ცენტრის შექმნა-ფუნქციონირება,სპეციალური სასწავლო კურსების ა დაპროგრამებისორგანიზება და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, სრულყოფა და გამოყენება;

● მსოფლიო ბიზნესგარემოს შესახებ ონლაინ ბიზნესანალიზის სისტემის გამოყენება, ასევე კლიენტთა მართვის და პროექტების აღრიცხვის ონლაინ სისტემ ის შექმნა, სრულყოფა და გამოყენება.