შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2022 წლის 29 აპრილი დაბა შუახევი |
|
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
5. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
6. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
7. სამსახურს აქვს დამღა, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება.
8. სამსახურის დაფინანსების წყაროა შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი.
9. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა შუახევი, თამარ მეფის ქ. №22.
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
გ) აწარმოოს კონტროლი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე განათების, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვებსა და გარე ვაჭრობაზე;
დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
ე) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ვ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება ხმაურის ინსოლაციის და დასუფთავების დამდგენი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;
ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოო ძალთა განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში, მიწის კომისიის მუშაობაში სათანადო დასკვნების გაცემასა და მის შესრულებაზე კონტროლის საქმეში;
თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები წინამდებარე დებულებაში და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ზედამხედველობის სფეროში მიღებულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
კ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;
ლ) ორგანიზება გაუწიოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომელთა მივლინებას;
მ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა მერთან;
ნ) მიიღოს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში;
ო) განახორციელოს სანიტარიული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვისა და გარე ვაჭრობის საკითხებზე მიღებული დადგენილებების, ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
დ) აწარმოოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი;
ე) აწარმოოს ახალი და სარეკონსტრუქციო, გარემოსდაცვითი და სხვა სამეურნეო ობიექტების (რომლებიც თავიანთი საწარმოო საქმიანობით ზემოქმედებენ გარემოზე) მშენებლობის და ექსპლუატაციაში შეყვანის დადგენილი ვადების შესრულებაზე, აგრეთვე მათი მშენებლობის პროექტებით და სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი;
ვ) აწარმოოს საზოგადოებისათვის საშიში ნივთიერებების გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს არსებული ნორმების დაცვაზე კონტროლი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ე) შუახევის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;
ზ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას;
ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
კ) უშუალოდ უძღვება სამსახურს წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას;
ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 49-ე, 51-ე, 512, 513, 52-ე, 533, , 55-ე, 552 , 553, 556, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ტ-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-ე-76-ე, 771, 772 , 825, 86-ე, 103-ე, 1191 ; 125-ე მუხლის მე-8, მე-13-მე-16 ნაწილებით, 1254, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე, 135-ე, 1351, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522 , 1534 , 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591, მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს;
მ) ამზადებს მერის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) სამსახურის საქმიანობაში სამართალშემოქმედების ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ო) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
პ) მონაწილეობს მერის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ჟ) ესწრება მერიის ხელმძღვანელი პირების თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს;
რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს სამსახურის საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმნისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
უ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14, 27-ე და 31-ე ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეროსტომ ლორთქიფანიძე
დანართი3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 5. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 6. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 7. სამსახურს აქვს დამღა, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება. 8. სამსახურის დაფინანსების წყაროა შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა შუახევი, თამარ მეფის ქ. №22. მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები