საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1149
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დაევალოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების“ ქვეპროგრამის მხარდასაჭერად საკუთარი სახსრებიდან განათავსოს არა უმეტეს ხუთწლიან ვადიან ანაბარზე 20,744,000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებლით – 7,125%-ით.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:
„14. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა უზრუნველყონ სესხის სახით აღებული თანხის დასაფარავად საჭირო დაფინანსების გათვალისწინება მომდევნო 5 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებში, შემდგომში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის საბანკო ანგარიშზე გადასარიცხავად.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1149. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1149, 13.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2296518/