„ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1225
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1225

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 „ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარ­გუ­ლე­ბაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამო­ყა­ლი­ბ­დ­ეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელ­შეკ­რუ­ლ­ებების ფარგლებში გასაწევი ხარჯების დასაფინანსებლად საქართ­ვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თ­ვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქარ­თ­ველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამო­უ­ყოს 1 5 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარი შპს „ბათუმი თაუერი­სა­თვის“ გადასაცემად.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინ­ის­ტრომ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გამოყოფილი 15 000 000 (თხუ­თ­მეტი მილიონი) ლარით გაზარდოს შპს „ბათუმი თაუერის“ კაპიტალი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                             ნიკა გილაური