„ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1064
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის შესაბამისად, „ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი შპს „ბათუმი თაუერისათვის“ გადასაცემად.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გამოყოფილი 10 000 000 (ათი მილიონი) ლარით გაზარდოს შპს „ბათუმი თაუერის“ კაპიტალი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური