საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1279
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1279

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დადების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დადების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისა და ძალაში შესვლისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება.

      3. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ გასაფორმებელი შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის (60 მილიონი იუანი) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აწარმოოს მოლაპარაკებები და გააფორმოს შესაბამისი დოკუმენტები ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ გასაფორმებელი შეთანხმების ფარგლებში გამოსაყოფი დახმარების – 60 მილიონი იუანის სოფლის მეურნეობის პროექტების დასაფინანსებლად.

                             

 

პრემიერ-მინისტრი                           ივანე მერაბიშვილი