საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1292
2012 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსა თვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 25 -ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვ ა ზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქარ თვე ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სა ხელ მწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე –სოციალური მომსახურების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ ი შეზღუდვ ა და მიეცეს თან ხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს არა უმე ტეს 4 348 ერთეულით, მათ შორის, „სოციალური დახმარებების“ (პროგ რამული კოდი – 35 02 02) და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი – 35 02 03) პროგრამების ფარგლებში –არა უმეტეს 734 ერთეულით, ხოლო „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ (პროგ რამული კოდი – 35 02 06) ფარგლებში – არა უმეტეს 3584 ერთეულით.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტ როლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სა ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქარ თველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2617 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი