წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.03.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბაბუნაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2014 წლის 28 მარტი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილებისათვის მოქალაქეებზე გასაცემი საშვის ტიპიური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბერის №42 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016092.29/12/2011).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი
დანართი № 1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო (შემდეგში – მმბ) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომელთაგან დაკომპლექტებულ „ერთი სარკმლის პრინციპით” მოქმედ მომსახურების ბიუროს, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და ახდენს თანასწორ, სამართლიან და ეფექტურ ადმინისტრირებას.
2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ფუნქციაა უზრუნველყოს მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურება, გამჭვირვალობისა და ნდობის ფაქტორის გაზრდა.
მუხლი 2🔗.
მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება.
მუხლი 3🔗.
მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1.მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია ისეთი სერვისების მიწოდება, რომელიც გულისხმობს მოქალაქესა და თვითმმართველ ერთეულს შორის შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებს, კერძოდ:
ა) კორესპონდენციების მიღება.
ბ)ბიუროში შემოსულ ვიზიტორებზე საშვის გაცემა.
გ) მომსახურება მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების თაობაზე.
დ) მომსახურება ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და ვეტერანთა საქმეების საკითხებთან დაკავშირებით.
ე) მომსახურება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხების თაობაზე.
2. ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მუნიციპალიტეტის იმიჯის ამაღლების ხელშეწყობა.
3. მომსახურების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა.
4.კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში მოქალაქეთა მიღების წესი
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქალაქეთა მიღება მუნიციპალიტეტის გამგეობის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღება და გადაადგილება მოხდეს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მეშვეობით.
ბ) მოქალაქეთა მიღების დროს განიხილება ზეპირი , წერილობითი განცხადებები და საჩივრები , მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე .
გ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან (გამგებელი, გამგებლის მოადგილე, სამსახურის უფროსი) და საჯარო მოსამსახურეებთან მოქალაქეთა მიღება უზრუნველყონ ბიუროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა.
დ) მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით, საშვის ( დანართი № 2 ) დაშვების შემდეგ , რომელშიც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, საშვის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქალაქის ვინაობა, შენობაში შემოსვლისა და გასვლის დრო , მიმღები (პასუხისმგებელი) პირის ვინაობა და ხელმოწერა.
ე) მოქალაქეზე (მოქალაქეებზე) საშვის გაცემა განხორციელდეს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.
ვ) ბიუროს სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან აწარმოონ მოქალაქეთა მიღების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში. (ჟურნალში შედის მონაცემები მოქალაქის ვინაობის , მიღების თარიღისა და მოკლე ინფორმაცია განხილული საკითხის თაობაზე).
ზ) მოქალაქეთა მიღება არ წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში.
მუხლი 5🔗.
მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მუშაობის ორგანიზება
1.მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მუშაობას ორგანიზებას უწევს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელიც:
ა) პერიოდულად იბარებს ანგარიშს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ფუნქციონირების შესახებ.
ბ) აძლევს შესაბამის მითითებებს მმბ-ს თანამშრომლებს, საჭიროებიდან გამომდინარე.
გ) თვალყურს ადევნებს კორესპონდენციების დამუშავებისა და განხილვის პროცესს.
მუხლი 6🔗.
მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს სტრუქტურა და მართვა
1. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კადრების განყოფილების უფროსი.
2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსი:
ა) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობაზე.
ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა და მოქალაქეთა ურთიერთობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
გ) კონტროლს უწევს კანონმდებლობით დაცულ ვადებში კორესპონდენციების შესაბამის სამსახურებში გადაგზავნას.
დ) უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის ფუნქციების გადანაწილებას.
მუხლი 7🔗.
მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები
1. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც:
ა) ახორციელებენ დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.
ბ) უზრუნველყოფენ კორესპონდენციების მიღებასა და შესაბამის რეაგირებას.
გ) ასრულებენ მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსის უშუალო დავალებებს.
დ) გაწერილი სისტემებისა და პროცედურების თანახმად, ახორციელებენ სათანადო მომსახურებას.
2.მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები შეირჩევიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სამსახურებიდან. ახალი კადრების მიღება ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
3. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობები.
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელის დავალებები.
გ) დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას.
დ) დაიცვან შრომის შინაგანაწესი.
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკასა და ინვენტარს.
ვ) იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები, კომპეტენტურები და თავაზიანები.
დანართი № 2
საშვი № ----
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თარიღი : __ _________ _____ წ.
შემოვიდა ___ სთ. ___ წთ.
მოქალაქე ___________________________
მიმღები ____________________________
წავიდა ___ სთ. ____ წთ.
მიმღების ხელმოწერა:______________________