სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1398
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 19/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1398

2012 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ   საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

მიმდინარე წლის ივლისში სამცხე-ჯავახეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე, დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.

 

 პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი