საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1466
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1466

2012 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხილისა და ბოსტნეულის წარმოების განვითარების, სასათბურე მეურნეობის რეაბილიტაციის, ექსტენციის სადგურების კვლევითი ცენტრების დაფუძნების, მექანიზაციის სერვისცენტრების დაარსების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნისა და მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, შემდგომში ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისათვის გადასაცემად.

 

 პრემიერ‑მინისტრი                          ივანე მერაბიშვილი