სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №261 |
|
2014 წლის 31 მარტი ქ. თბილისი |
1. სტუდენტები, რომლებმაც 2012 და 2013 წლებში ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს ან/და ნაწილობრივ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და საკუთარი სურვილით არა უგვიანეს 2014 წლის მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევამდე აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების შესრულების მიზნით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობაში გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამავე პუნქტში მითითებული პირების დათხოვნა.
6. სტუდენტის მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული პრივილეგიები არ გავრცელდება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა მის ამოწურვამდე შეწყდება სტუდენტის მიერ ან სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ“?
- „სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 31.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №261. სარეგისტრაციო კოდი — 120260020.10.003.017881.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ“, №261, 31.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.017881 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2304512/