საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.04.2014
ძალის დაკარგვა 31.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/80
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.12.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/80
2014 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს უფროსის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ხელოვნებათმცოდნეს);
ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო პროფესიული თეატრების შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის - ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Internet) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის (ინგლისურის, გერმანულის, რუსულის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის) ცოდნა (კარგად).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე მარგიშვილი