„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№272
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.034.016307
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №272

2014 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013წ., სარეგისტრაციო კოდი - 010240030.22.034.016265) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1-კ6“ ქვეპუნქტები:

„კ1) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  მიერ კორესპონდენციის განხილვისა და შესაბამისი დავალებების განსაზღვრის შემდეგ მისი  აღრიცხვა შესაბამისი რეზოლუციების აღნიშვნით და შემსრულებლებამდე დაყვანა სამინისტროს საქმისწარმოების სამსახურის მეშვეობით;

კ2) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  დავალებათა შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე  მათთვის  ინფორმაციის მიწოდება;

კ3) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

კ4) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობაში ხელშეწყობა და სამუშაო  პირობების უზრუნველყოფა;

კ5) მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული დავალებების შესრულების კონტროლი;

კ6) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  შეხვედრების ორგანიზაციულ-ინფორმაციული უზრუნველყოფა;“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჯარო ინფორმაციის სამმართველო.“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მინისტრის აპარატი (სამმართველო).“.

3. VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII

საჯარო ინფორმაციის სამმართველოს კომპეტენცია

მუხლი 11. საჯარო ინფორმაციის სამმართველოს კომპეტენცია

საჯარო ინფორმაციის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ბ) პროაქტიულად აქვეყნებს საჯარო ინფორმაციას;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის სამინისტროს დანაყოფებიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების მონიტორინგს;

დ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის სტანდარტებს, ნერგავს ერთიან პრაქტიკას და აღნიშნულ საკითხებზე საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს დანაყოფებს;

ე) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის ახორციელებს კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას;

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზს, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე, გამოითხოვს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციას და კანონმდებლობით დადგენილი წესით,  აწვდის მას დაინტერესებულ პირებს;

თ) ახორციელებს მისთვის მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი:

„თავი IX

მინისტრის აპარატის (სამმართველო) კომპეტენცია

მუხლი 111. მინისტრის აპარატის (სამმართველო) კომპეტენცია

მინისტრის აპარატი (სამმართველო):

ა) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების   მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირების ორგანიზებას;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ტერიტორიული ორგანოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან განსაზღვრულ ვადაში იღებს თავისი საქმიანობისა და დავალებების შესრულებისათვის აუცილებელ ნებისმიერ ინფორმაციას;

გ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას მუშაობს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

დ) მოითხოვს დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან, როგორც კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებს, ასევე ინფორმაციას მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ე) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებით სხვა უფლებამოსილებას.“.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №892 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.04.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №272. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.034.016307.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №272, 05.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016307 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2307513/