საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.11.2012 ძალადაკარგული 05.04.2014
ნომერი
№892
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.034.016139
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №892

2012 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულება

 


თავი I
ზოგადი დებულებანი

 


მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. აპარატი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.


მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
თავისი საქმიანობის პროცესში აპარატი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.

 


თავი II
აპარატის ამოცანები და კომპეტენცია

მუხლი 3. აპარატის ამოცანები და კომპეტენცია
1. აპარატის  ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  მიერ კორესპონდენციის განხილვისა და შესაბამისი დავალებების განსაზღვრის შემდეგ მისი  აღრიცხვა შესაბამისი რეზოლუციების აღნიშვნით და შემსრულებლებამდე დაყვანა სამინისტროს საქმისწარმოების სამსახურის მეშვეობით;

ბ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  დავალებათა შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე  მათთვის  ინფორმაციის მიწოდება;

გ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

დ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო  პირობების უზრუნველყოფა;

ე) მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული დავალებების შესრულების კონტროლი;

ვ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  შეხვედრების ორგანიზაციულ-ინფორმაციული უზრუნველყოფა.


მუხლი 4. აპარატის კომპეტენცია
აპარატის კომპეტენციაა:

ა) განახორციელოს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების   მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირების ორგანიზება;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ტერიტორიული ორგანოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან განსაზღვრულ ვადაში მიიღოს მინისტრის აპარატის საქმიანობისა და დავალებების შესრულებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

გ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

დ) მოითხოვოს დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან, როგორც კონტროლზე აყვანილი დოკუმენტი, ასევე ინფორმაცია მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ე) განახორციელოს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებით სხვა უფლებამოსილებანი.


თავი III
აპარატის ხელმძღვანელობა

მუხლი 5. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. აპარატის უფროსი:

ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს აპარატის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აპარატში დასანიშნი პირების კანდიდატურების განხილვას.