საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №9/ნ |
|
2014 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი |
|
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების დაგეგმვა, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის აპარატისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) ხელმძღვანელობის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) ხელმძღვანელობის დავალებით, პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება;
ვ) ხელმძღვანელობის დავალებით, ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ზ) ხელმძღვანელობის დავალებით, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და მისი განაწილების შესახებ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების მომზადება;
თ) ბიზნეს-გეგმების პროექტების განხილვის, დამტკიცების, კორექტირების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენად იმ საწარმოების ბიზნეს-გეგმების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს;
ი) ფაქტიურად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე საწარმოებიდან შემოსული წინადადებების, საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება;
კ) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება;
ლ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა, აგრეთვე საწარმოთა საფინანსო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი პროექტების მომზადება;
ნ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;
ბ) ეკონომიკური ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) სამინისტროს აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების პროექტების განხილვა, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შედგენა და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
გ) სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის კვარტალური განწერის შედგენა;
დ) სამინისტროსათვის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
ე) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ზ) სამინისტროს აპარატის ფინანსური ვალდებულებების კვარტალური განაწილების სახაზინო სამსახურში რეგისტრაციისათვის წარდგენა;
თ) ხელმძღვანელობის დავალებით, ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ი) ხელმძღვანელობის დავალებით, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და მისი განაწილების შესახებ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების მომზადება;
კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ლ) სამეურნეო მოვლენათა დროულად აღრიცხვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების გაფორმებაზე კონტროლის დაწესება;
მ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო განრიგის, თანამდებობრივი სარგოების განხილვა და წინადადებების მომზადება;
ნ) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომითი ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური პერიოდულობის მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
ო) სამინისტროს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და გასაცემლების დროული დარიცხვა და გაცემაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
პ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა;
ჟ) არაფინანსური და ფინანსური აქტივების (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;
რ) დამტკიცებული ფორმით ბუღალტრული ანგარიშების დადგენილ ვადაში შედგენა;
ს) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;
ტ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა, აგრეთვე საწარმოთა საფინანსო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი პროექტების მომზადება;
ფ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ეკონომიკური ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით სამინისტროსათვის გადაცემული საწარმოთა საშტატო განრიგის, თანამდებობრივი სარგოების განხილვა და წინადადებების მომზადება;
ბ) იმ საწარმოთა ეკონომიკური, ფინანსური და ინოვაციური საქმიანობის ანალიზი და მონიტორინგი, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს;
გ) ,,საწარმოთა ბიზნეს-გეგმების პროექტების განხილვის, დამტკიცების, კორექტირების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის” სხდომების მომზადება;
დ) საწარმოთა ბიზნეს-გეგმებისა და საწესდებო კაპიტალის ცვლილებათა თაობაზე საკითხებისა და მინისტრის შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადება;
ე) წლიური შედეგების შეფასების მიზნით საწარმოთა აუდიტის დამტკიცება;
ვ) მოგების განაწილების თაობაზე საწარმოებიდან შემოსული წინადადებების, საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება;
ზ) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება;
თ) ხელმძღვანელობის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა, აგრეთვე საწარმოთა საფინანსო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება;
ი) ხელმძღვანელობის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა, აგრეთვე საწარმოთა საფინანსო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება;
კ) ხელმძღვანელობის დავალებით, პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება;
ლ) ხელმძღვანელობის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი პროექტების მომზადება;
ნ) დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო:
ა) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება; წლიური ან/და კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ატვირთვა სახ. შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ბ) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
გ) სამინისტროს აპარატის სატენდერო პროცედურების წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
დ) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ე) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მათში განხორციელებული ცვლილებების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა, ასევე ატვირთული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე (ფაქტობრივად გადახდილი თანხა) სისტემაში ინფორმაციის ატვირთვა;
ვ) ხელმძღვანელობის დავალებით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული კანონპროექტების (მათ შორის ცვლილებების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) ხელმძღვანელობის დავალებით, სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა, აგრეთვე საწარმოთა შესყიდვების კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება;
თ) დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტზე ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ო) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე .
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3. დეპარტამენტის მოსამსახურე ასრულებს მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.