„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №70 |
|
2014 წლის 2 მაისი ქ. თბილისი |
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“
2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის თანდართული დებულება.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულება“
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია (შემდგომში – კომისია) განიხილავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ ფსიქიკური აშლილობის ნიშნების მქონე მსჯავრდებულთა (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) მდგომარეობას მათი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონებითა და პატიმრობის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემდგომი გადაყვანის საკითხის მოწესრიგების მიზნით.“.
გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №3. კომისიას აქვს თავისი ბეჭედი.“.
დ) მე-3 მუხლის:
დ.ა. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კომისია, შესაბამისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლის მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკურ მდგომარეობას. შემოწმება საჭიროებისამებრ შეიძლება განხორციელდეს ამბულატორიულად.“.
დ.ბ. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კომისიის დასკვნა მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაეგზავნება შესაბამისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციას.“.
დ.გ. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. თუ კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.“.
ე) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კომისია შედგება ხუთი წევრისგან. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა.
2. კომისიის შემადგენლობაში მინიმუმ 2 წევრი არის უმაღლესი განათლების მქონე, დადგენილი წესით სერტიფიცირებული ექიმი – ფსიქიატრი, 1 წევრი – პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმი და 1 წევრი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №70. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016325.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №70, 02.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016325 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2308820/