კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/81
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №03/81

2014 წ ლის 26 მარტი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა  სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებისა და ,,კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების  დანართში მითითებულ ობიექტებს;

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში  ბრძანების დანართში  მითითებული ობიექტების მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა;

3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე;

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა № 7).

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                 ა . მარგიშვილი