აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1067
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №1067

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ს ახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად, ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე საბაგირო გზის აღჭურვილობის მიწოდების, მონტაჟის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და გაშვებისათვის:

1. მოწონებულ იქნეს  შპს „Goderdzi Resorts“-სა და „DOPPELMAYR Seilbahnen GmbH“-ს შორის საბაგირო გზის აღჭურვილობის მიწოდების, მონტაჟის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და გაშვების შესახებ გასაფორმებელი შესყიდვების კონტრაქტის პროექტი.

2.  შპს „Goderdzi Resorts“-მა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე საბაგირო გზის აღჭურვილობის მიწოდების, მონტაჟის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და გაშვების სახელმწიფო შესყიდვა განახორ ციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 0 9 30 000 (ათი მილიონ ცხრაას ოცდაათი ათასი) ევროს ღირებულებით .

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ ვრცელდება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ დერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი ს“ მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით, აგრეთვე მე-20 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულებები.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს ავსტრიის რესპუბლიკიდან მისაღები შეღავათიანი სესხის ( Soft Loan) ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ნ. გილაურ ი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.2012.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 08.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1067. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
სად არის „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, №1067, 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2316329/