მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2601
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2601

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „MESTIA RESORTS“‑ს გადაურიცხოს 472 000 (ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარი ჰაწვალი‑ზურულდის სათხილამურო ტრასის გასანათებელი საშუალებების შეძენის და მათი საექსპლუატაციო‑ტექნიკური პირობების გაუმჯობესების, ასევე ამ სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი გზების მიყვანის ხარჯების დაფინანსების მიზნით.

2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი 472 000 (ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარით გაზარდოს შპს „MESTIA RESORTS“‑ის კაპიტალი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შპს „MESTIA RESORTS“-მა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „MESTIA RESORTS“‑ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი .

პრემიერ ‑მინისტრი ნ . გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2011.
როდის იქნა მიღებული „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“?
„მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 29.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2601. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“, №2601, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2350127/