ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2545
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. მდინარე ენგურისა და შავი ზღვის შესართავთან არსებული კუნძულების განათებისა და ანაკლიის სანაპირო ბულვარის გაშენებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-2პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURIRESORTS“‑ს გადაურიცხოს850 000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით გაზარდოს შპს „ANAKLIA-GANMUKHURIRESORTS“‑ის კაპიტალი.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-მა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური