ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1245
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კურორტ ანაკლიის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და ბაღების კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“ ‑ის კაპიტალის გაზრდა.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-მა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 25.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1245. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“, №1245, 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2299336/