მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1311
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 06/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1311

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. 2012 წლის განმავლობაში შპს „MESTIA RESORTS“-ის ადმინისტრაციული ხარჯების, წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და კურორტზე არსებული საზაფხულო ბანაკის მოწყობის და ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „MESTIA RESORTS“-ს გადაურიცხოს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს, განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარით გაზარდოს შპს „MESTIA RESORTS“-ის კაპიტალი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „MESTIA RESORTS“-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.

 

პრემიერ-მინისტრი                          ივანე მერაბიშვილი

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2012.
როდის იქნა მიღებული „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“?
„მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 06.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1311. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“, №1311, 06.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2301004/