საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №274
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. მესტიის მუნიციპალიტეტში სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით, შპს „MESTIA RESORTS“‑ის ფუნქციონირების და არსებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 430 000 (ოთხას ოცდაათი ათასი) ლარი შპს „MESTIA RESORTS“‑ზე გადასაცემად.
2. მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში შპს „MESTIA RESORTS“‑ის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 28.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №274. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №274, 28.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2211937/