სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“აქციონერთა საყურადღებოდ!
ორი ათას თოთხმეტი წლის ათ აპრილს ბენქ ოფ ჯორჯია ჰოლდინგზ პლს-ს (Bank of Georgia Holdings Plc) (2011 წლის 14 ოქტომბერს ინგლისსა და უელსში დაფუძნებული და რეგისტრირებული კომპანიის, რეგისტრაციის ნომრით 7811410) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი დირექტორის ბ-ნ ირაკლი გილაურის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. ბანკის 2013 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში ბანკის 2013 წლის საქმიანობის შესახებ;
3. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;
4. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
5. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ;
6. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები :
1 საკითხი - ბანკის 2013 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ :
1. დამტკიცდეს აუდიტორული კომპანია ერნსტ ენდ იანგის (Ernst & Young) მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა და ბანკის 2013 წლის წლიური ფინანსური ანგარიში.
2 საკითხი - დირექტორატის ანგარიში ბანკის 2013 წლის საქმიანობის შესახებ:
1. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2013 წლის საქმიანობის შესახებ.
3 საკითხი - მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:
1. დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადება სს „საქართველოს ბანკის“ 2013 წლის მოგებიდან დივიდენდის განაწილების შესახებ და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 2.00 ლარის (ორი ლარი) ოდენობით.
4 საკითხი - დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:
1. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 25 აპრილი (18.00 საათის მდგომარეობით).
5 საკითხი - დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:
1. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 12 მაისი.
6 საკითხი - ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ.
1. სამეთვალყურეო საბჭოსთან რისკების კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა. წლიური ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
· სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - 107,500 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
· სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - 50,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
· სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 37,500 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
· სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმომადგენლები, არ გადაეხდებათ ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის.
ბ. დამატებითი წლიური ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
· აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე – 15,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
· აუდიტის კომიტეტის წევრი – 11,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
· რისკების კომიტეტის თავმჯდომარე – 11,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
· რისკების კომიტეტის წევრი – 7,500 აშშ დოლარის ექვივალენტი;
· კომპენსაციების ან სხვა კომიტეტის თავმჯდომარე – 11,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
· კომპენსაციების ან სხვა კომიტეტის წევრი – 7,500 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
· სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმომადგენლები, არ გადაეხდება დამატებითი ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის.
გ. ანაზღაურების გადახდა: ანაზღაურების გადახდა მოხდება ყოველი კალენდარული კვარტალის დასრულების შემდეგ 20 დღის განმავლობაში.
1. ცნობად იქნას მიღებული და მოწონებულ იქნეს ბანკის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ანაზღაურების გადახდა (მ.შ. 2012 წლის 1 მარტიდან) ზემოაღნიშნული ოდენობებით.