საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №643
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებით შეიქმნა ეკონომიკური საბჭო;
ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო;
გ) ეკონომიკური და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოების ხარჯების დაფინანსება 2014 წელს ხორციელდება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის, ეკონომიკური და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“?
- „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ მიღებულია 10.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №643. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016959.
- სად არის „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“, №643, 10.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016959 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2325603/