ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №18/2014 |
|
2014 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-10 პუნქტების შესაბამისად: ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით, ამომრჩეველთა 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შეაგროვოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. აღნიშნული ხელმოწერები უნდა წარედგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს.
ამავდროულად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 144-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა. კანონის აღნიშნული ნორმა, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და შესაბამისად შეუძლებელია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის (კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღე) დაცვა, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისათვის რეგისტრაციის გასატარებლად საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის მიმართვის ნაწილში. ამასთანავე, კანონით დარეგულირებული არ არის კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, მხარდამჭერთა სიების კომისიაში წარდგენის, მისი შემოწმებისა და კანდიდატის რეგისტრაციის შესაბამისი ვადები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისათვის და კანდიდატის წარდგენის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადად დადგინდეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 116-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღის ჩათვლით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ“?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ“ მიღებულია 16.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №18/2014. სარეგისტრაციო კოდი — 001024000.15.008.016135.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.04.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ვადის დადგენის შესახებ“, №18/2014, 16.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 001024000.15.008.016135 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2325976/