სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) აქციონერთა საერთო კრების ჩატარება დაგეგმილია 2014 წლის 8 მაისს; 9:00 საათზე. „ბანკის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) 2013 წლის ფისკალური წლის IFRS მეთოდით აუდიტირებული, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება, მოგების განაწილების ჩათვლით;
ბ) კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების 2013 წლის დივიდენდის გადახდის სააღრიცხვო თარიღის დადგენა;
ც) კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების სააღრიცხვო თარიღისთვის გამოშვებული 5,179,064 პრივილეგირებული აქციის 2013 წლის დივიდენდის გადახდის დამტკიცება ემისიის პროსპექტის შესაბამისად;
დ) კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების 2013 წლის დივიდენდის გადახდის თარიღის დადგენა;
ე) 2014 წლისთვის „ბანკის“ დამოუკიდებელ აუდიტორად შპს „Ernst & Young”-ის დანიშვნა;
ფ) ცვლილებების განხორციელება „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ბ-ნი იააპ ვილემ როტგანსის განცხადების დაკმაყოფილება დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ბატონი როტგანსისთვის მადლობის გამოცხადება მის მიერ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის რანგში გაწეული სამსახურისთვის და მის ნაცვლად სამეთვალყურეო საბჭოს მესამე წევრად ბ-ნი დან კოსტაჩე პატრიჩიუს არჩევა;
2014 წლის 8 მაისის აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას უწევენ აქციონერებს, რომ მხარი დაუჭირონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.
„ბანკის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართება სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში, შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, მე-6 სართული, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74, თბილისი 0162, საქართველო,
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 8 მაისს, 8:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2014 წლის 11 აპრილი.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2014 წლის 28 აპრილიდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“, შემდეგ მისამართზე: ი.ჭავჭავაძის გამ. №74ა, თბილისი 0162, საქართველო.
გიორგი არველაძე
გენერალური დირექტორი