თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2014 წლის 23 აპრილი ქ. თელავი |
|
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის დანართი N1-ის 1 მუხლის შესაბამისად.
3. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების საწყისი საპრივატიზებო საფასური უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე (საწარმოს კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე) ნაკლები ოდენობით.
წლიური საწყისი საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესი
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვროს:
ა) 1 კვ. მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე/შენობა ნაგებობაზე - საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 პროცენტით;
ბ) მოძრავ ქონებაზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 პროცენტით.
3. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ წესის დანართი №2-ის მე-2 მუხლით დადგენილ საფასურზე ნაკლები ოდენობით.
4. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.