სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს ,,თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2014 წლის 19 მაისს, დღის 15:00 საათზე, თბილისში, მუხიანის მე-4 მკრ. და მუხიანის საცხოვრებელი დასახლების მიმდებარედ, სს ,,თელიანი ველის“ ოფისში, მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2014 წლის 15 აპრილი.
დღის წესრიგი:
1. 2013 წლის წლიური ანგარიში:
ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2013 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;
ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.
3. 2014 აუდიტორული კომპანიის არჩევა.
4. სხვადასხვა.
რეკომენდაციები
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს 2013 წლის წლიური ანგარიში
მოგება არ განაწილდეს აქციონერთა შორის
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2013 წლის ანგარიში
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
2014 წლისთვის არჩეულ იქნეს აუდიტორულიკომპანია EY Georgia LLС („Ernst & Young“ LLC), რომელმაც ასევე ჩაატარა წინა წლების აუდიტი.
სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მე-4 მკრ. და მუხიანის საცხოვრებელი დასახლების მიმდებარედ. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციების რეგისტრატორთან სს „კავკასრეესტრში” 2014 წლის 10 მაისიდან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
გენერალური დირექტორი შოთა ხობელია