განჩინება შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2602-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2602-14

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2014 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი” (ს/კ 205176049)

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) – დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ზღუდაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” დირექტორის – შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი” (ს/კ 205176049) წარმოადგენს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის განმარტებით, შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრს” (ს/კ 205176049) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ ორგანიზაციას ერიცხება დავალიანება 17 034,72 (ჩვიდმეტი ათას ოცდათოთხმეტი მთელი სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით. მოვალე საწარმოს დებიტორული დავალიანება ერიცხება ასევე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რომლის ოდენობაც შეადგენს 2 657,18 (ორი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარს. ორგანიზაციას სხვა კრედიტორები და დებიტორები არ ჰყავს. განმცხადებლის განმარტებით, მოვალის აქტივის განმსაზღვრელი ერთადერთი ნივთია მექანიკური სატრანსპორტო საშუალება: „IZH 2715011-01”, სახელმწიფო ნომერი: TST-641, ძრავის ნომერი: 6001837, რომელიც დაყადაღებულია და მისი ღირებულება შეადგენს 600 (ექვსას) ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 27 თებერვალს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” კრედიტორებს განცხადებით  სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი” (ს/კ 205176049) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

მოსამართლე                                                       ბესიკ სისვაძე