მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2014
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.153.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2014
matsne.gov.ge 215 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქაშიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №13 2014 წლის 30 აპრილი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​5  მუხლის მე-3 პუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მე-5 მუხლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 მარტის №1164 მომართვის შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ქირის  საწყისი წლიური ოდენობა  განისაზღვროს 1 კვ. მეტრზე დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6%-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში    არსებული  არასასოფლო - სამეურნეო   დანიშნულების   მიწისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა   სხვა   დანარჩენი     ქონების   სარგებლობის ქირის  საწყისი    წლიური ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6%-ის ოდენობით. მუხლი 3🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა  განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 5%-ის ოდენობით. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №17 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ (სსმ, 040110030.35.153.016045  28.02.11). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი