აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2014 წლის 2 მაისი ქ. თბილისი |
|
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ელექტრონული აუქციონის ფორმით აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას/სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო ბიჯი შეადგენს 10%-ს. სარგებლობაში გადასაცემი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო ბიჯი შედგენს 10%-ს.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
8. ელექტრონული აუქციონი (ელექტრონული აუქციონი პირობებით) ცხადდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
9. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო მონაცემებს;
კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო მონაცემებს;
კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
5. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი აჟარის (ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები (რეზიდენტი და არარეზიდენტი);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ელექტრონული გადახდის (საბანკო პლასტიკური ბარათი) საშუალებით ბეს თანხის გადახდა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის, ელექტრონული) წარდგენა/აქტივაცია.
3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული) უნდა წარმოადგინოს/გაააქტიუროს და/ან ბე უნდა გადაიხადოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თითოეული ქონებისათვის ცალკ-ცალკე.
4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. აუქციონის დასაწყისად ითვლება ლოტში მითითებული დაწყების დრო.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
8. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით.
ა) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტს;
ბ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
4. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.
6. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება უკან. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.